• Geo
  • Eng
03.05.2017
5 მაისი დინამოს ისტორიაში

დინამოელები 5 მაისს ეროვნული ლიგის მეათე ტურში ფოთის კოლხეთს შეხვდებიან. მატჩი ქობულეთის ჩელე არენაზე 15.00 საათზე დაიწყება.

5 მაისს დინამოელებს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. თბილისელებმა ორჯერ იმარჯვეს, სამჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელაც დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 8/6 დინამოს სასარგებლოდ.

1959 წელს თბილისელები მოსკოვში ადგილობრივ ლოკომოტივთან 1:4 დამარცხდნენ. რკინიგზელთა კარში გოლის ავტორია ზაურ კალოევი. 1981 წელს დინამო დონის როსტოვს ესტუმრა და სკას ფრედ 1:1 დაცილდა. თავი ნუკრი კაკილაშვილმა გამოიჩინა.

1999 წელს დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა და თემურ ტუღუშის გოლით 1:0 იმარჯვა. 2001 წელს დინამომ მერანი 91 მიიღო და დიდი ანგარიშით 4:0 აჯობა მეტოქეს. რობერტ ზირაქიშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც ლევან მიქაძემ გაიტანა. 2007 და 2010 წლებში თბილისელები რუსთავში ოლიმპს შეხვდნენ. ორივე შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა, ჯერ გატანილი გოლების გარეშე, შემდეგ კი 1:1. რუსთაველთა კარში გოლის ავტორია თენგიზ ჩიკვილაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024