გორში მიმდინარე თენგიზ ბურჯანაძის თასზე დინამოელებმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა საბურთალო 3:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მიიღო. დინამოელებს ფინალში გასასვლელად ფრეც ხელს აძლევდა, თუმცა ჯანაშიას, თათულაშვილის და იობაშვილის გოლებით საწყის 15 წუთში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა რუსთავი 8:0 დაჯაბნა, შემდეგ კი მასპინძლებს - გორის დილას მოუგეს 5:0. ხვალ ფინალი გაიმართება, რომელშიც ჩვენი გუნდი ლოკომოტივს გაეჯიბრება.
U13 დინამო 3:1 საბურთალო
U13 დინამო: ჯოჯუა, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, არჩაია, ჯანაშია, ცხოვრებაშვილი, ლაცაბიძე, კობახიძე, გეგიაძე, თათულაშვილი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, გოგებაშვილი, აღდგომელაშვილი, მელქაძე, ნიკოლაიშვილი, ქართველიშვილი, როსივერი