• Geo
  • Eng
04.05.2017
კოლხეთი - დინამო | მატჩამდე

საქართველოს XXIX ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ქობულეთში გამართავს. დაპირისპირება ჩელე არენაზე 15.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს კოლხეთი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ქობულეთის ჩელე არენაზე იღებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2015 წლის ოქტომბრიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გელა სანაია მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი დასრულებულ გარდამავალ სეზონში, წითელი ჯგუფის მეოთხე ადგილზე გავიდა. 12 ჩატარებული მატჩიდან კოლხეთმა 6 მოიგო და 6- ში დამარცხდა. მიმდინარე ჩემპიონატში ფოთელებს 9 მატჩიდან 7 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

 

დინამომდე

ფოთელებმა ეროვნული ლიგა ჩვენს გუნდთან 0:1 მარცხიტ გახსნეს. შემდეგ იყო ორი გამარჯვება- საბურთალოსთან 3:0 და თასზე ბათუმის დინამოსთან 1:0. ამას მოჰყვა ტორპედოსთან მარცხი 1:2 და გამარჯვება ქობულეთის შუქურასთან 4:2. შემდეგ კოლხეთი ლოკომოტივთან დამარცხდა დიდი ანგარიშით 0:5 და ფრედ 1:1 დაცილდა გორის დილას. ამის შემდეგ კოლხეთი მიჯრით ოთხჯერ დამარცხდა. სამტრედიასთან 1:2, ჩიხურასთან 1:3, თასზე გორის დილასთან 0:1 და იმავე ანგარიშით ბათუმის დინამოსთან.

 

 

დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 56 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 38 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 126/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 5 მარტს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში თბილისელებმა ფოთელებს 1:0 აჯობეს. გოლი კოლხთა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

 

 

დინამო - კოლხეთი  | მსაჯი

შეხვედრას ფოთელთა წინააღმდეგ- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჩიგოგიძე და ა. კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვარდიძე შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 2017 წლის 5 მარტს ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ 1:0 მოგებულ შეხვედრაში იმსაჯა, მატჩის მთავარ არბიტრს ექვსჯერ მოუწია ფეხბურთელების გაფრთხილება.

ბოლო შეხვედრა ვადაჭკორიამ 22 აპრილს იმსაჯა. ბათუმის დინამოსა და ქუთაისის ტორპედოს (1:3) მატჩში არბიტრმა ოთხი ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)

===========================================

ეროვნული ლიგა - 183 თამაში / 738 ყვითელი / 40 წითელი / 48 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 – 28 თამაში / 82 ყვითელი / 9 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი – 18 თამაში / 67 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 3 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სიკაჩი - ოტიენო, ქებურია, გოგონაია, გ. კილასონია - ჟიშკარიანი, ჯანელიძე, კერძევაძე, დაფი - ბუხაიძე, კოვტალიუკი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024