• Geo
  • Eng
26.06.2017
ვინ რამდენი დაჰყო მინდორზე

დინამოელებმა ეროვნული ლიგის 18 მატჩი ჩაატარეს და გათამაშების ორი წრე დაასრულეს. აქედან თბილისელებმა 14 მათგანში იმარჯვეს და 3- ჯერ დამარცხდნენ. თვრამეტივე შეხვედრაში სამმა ფეხბურთელმა- სერგეი ლიტოვჩენკომ, ბაჩანა არაბულმა და გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო მონაწილეობა. 17 მატჩი კი ბაქარ ქარდავამ და ბექა მიქელთაძემ ჩაატარა. ყველაზე მეტი დრო მოედანზე ჩვენი გუნდის უკრაინელმა კიპერმა დაჰყო. მან ყველა მატჩში შეუცვლელად იასპარეზა და 1620 წუთი დაჰყო მინდორზე. 1510 წუთი ითამაშა დინამოს საყრდენმა ბაქარ ქარდავამ, ხოლო თბილისელთა ბომბარდირს ბაჩანა არაბულს 1483 წუთი დაუგროვდა.  ბექა მიქელთაძემ 1407 წუთი იასპარეზა, გუნდის გამოცდილმა მცველებმა გიორგი გველესიანმა და ლაშა თოთაძემ კი შესაბამისად 1367 და 1350 წუთი გაატარეს მინდორზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024