დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ მე- 17 ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. მასპინძლებმა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და პირველ ტაიმში გატანილ ორ გოლს, მეორე ნახევარში კიდევ სამი მიაყოლეს. დუბლი გულდედავამ გაიფორმა, თითო გოლი კი ხარაბაძემ, ერგემლიძემ და სილაგაძემ გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ამ მოგების შემდეგ ბურთების ბალანსით 74/16 სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს დინამოელები უკვე შესვენების შემდეგ, 29 აგვისტოს გორში, დილასთან გამართავენ.
U19 დინამო 5:0 ვიტ ჯორჯია
U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ხარშილაძე, ძოწენიძე, გაბიტაშვილი (უგრეხელიძე 46), დარცმელია, სილაგაძე, გულდედავა, ერგემლიძე, მოისწრაფიშილი (მექვაბიშვილი 72), ხარაბაძე (კაკულია 46)