• Geo
  • Eng
24.06.2017
დინამოელები მე- 18 ტურის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევები - გიორგი პაპუნაშვილი (3), გიორგი ჩაკვეტაძე (4) და საბა ლობჟანიძე (6) შეიყვანა. ტორპედოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში პაპუნაშვილი ზუსტი შორეული დარტყმით აღადგინა წონასწორობა, საბა ლობჟანიძის ტექნიკურად მოწოდებულ კუთხურს გამარჯვების გოლი მოჰყვა ქუთაისელთა კარში, ჩაკვეტაძე კი მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვიდა მოედანზე და საკმაოდ აქტიურად და სასარგებლოდ გაისარჯა.

ლელომ მეთვრამეტე ტურის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი - კახი კაჭარავა (6) დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024