• Geo
  • Eng
08.05.2017
10 მაისი დინამოს ისტორიაში

10 მაისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში ლოკომოტივს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.

10 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული საიდანაც თბილისელებმა ერთი მოიგეს, ერთი წააგეს და ოთხჯერ ფრედ ითამაშეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 9/11.

1956 წელს ლენინგრადში ტრუდოვოი რეზერვთან მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ბასა ღოღობერიძის ანგარიშზეა. 1985 წელს დინამომ ოდესაში ჩერნომორეცთან იმავე ანგარიშით დაასრულა შეხვედრა. გოლი გრიგოლ ცაავამ გაიტანა. მომდევნო წელს ქუთაისში ტორპედოსთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1987 წელს ჩვენი გუნდი ბაქოში 0:3 დამარცხდა ადგილობრივ ნეფთჩისთან.

2008 წელს თბილისური დერბი გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს 6:5 მოუგო. ეს არის ამ გუნდებს შორის ჩატარებული ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა. ლოკომოტივის კარში მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ გაიტანეს. 2009 წელს ჩვენმა გუნდმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და ფრედ 1:1 დაცილდა. გოლი ალექსანდრე კოშკაძემ ჩაიწერა თავის ანგარიშზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024