დინამოს 16 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც ჟიული შარტავას სახელობის გათამაშებაში მონაწილეობს, მეორე წრე განაახლა და მეათე ტურის მატჩი ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდი ნორჩი დინამო2000- ს შეხვდა და 4:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ქველაძემ, გაბიტაშვილმა, გულისაშვილმა და ქალდანმა გაიტანეს. დინამომ ამ მოგებით 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა.
U16 დინამო: თვალოძე, შუკვანი, ჩიჩუა, გაბიტაშვილი, ისმაილი, ყენია, ქინქლაძე, კოპალეიშვილი, კორინთელი, ქველაძე, გულისაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: დანიბეგაშვილი, გოდერძიშვილი, მეტრეველი, კურტანიძე, ქალდანი