დინამო თბილისი 29 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით სლოვენიაში გაივლის შეკრებას. თბილისელები მორავსკე ტოპლიცეში დაბინავდებიან. კახა კაჭარავას გუნდი შეკრებაზე სამ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. 4 ივლისს დინამო სერბულ ჩუკარიჩკის დაუპირისპირდება, 8 ივლისს ხორვატული რუდეში იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე, ხოლო 12 ივლისს დინამოს უკრაინული ზორია შეხვდება.