სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის I და II წრის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან ოთხი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მცველი - ლუკა ლოჩოშვილი, გუნდის კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი და გუნდის შემტევები - გიორგი ჩაკვეტაძე და საბა ლობჟანიძე შეიყვანა. ლელომ პირველი ორი წრის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი - კახი კაჭარავა დაასახელა.