• Geo
  • Eng
18.09.2017
19 წლამდე დინამომ შუქურა 11:0 დაამარცხა

19 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში მესამე მატჩი ჩაატარეს და მესამე გამარჯვება იზეიმეს. თბილისელებმა ქობულეთის შუქურას უმასპინძლეს და თერთმეტი უპასუხო გოლი გაუტანეს ზღვისპირელებს. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს მასპინძელთა უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ ბექა ქავთარაძემ ქობულეთელთა კარში ექვსი გოლი გაიტანა, დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, თითო გოლი კი ზუკა დავითაშვილმა, გიორგი კაკულიამ და ლევან ხარაბაძემ ჩაიწერეს თავის ანგარიშზე. დინამოელები სამი ტურის შემდეგ 9 ქულით და ბურთების ბალანსით 18/2 ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. შემდეგ მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 29 სექტემბერს ლოკომოტივთან ჩაატარებს.

U19 დინამო 11:0 შუქურა

U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ხარშილაძე, უგრეხელიძე, ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი (ვირუბოვი 59), კაკულია (გაბიტაშვილი 60), კვარაცხელია, ქავთარაძე, დავითაშვილი (გოგობერიშვილი 46), ერგემლიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024