სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ოთხი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: დავით კვირკველია (3), გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი მერებაშვილი (5), ჩისკო (7). ტურის მწვრთნელად დასახელდა დინამოს დამრიგებელი- მალხაზ ჟვანია.