• Geo
  • Eng
17.08.2017
4 დინამოელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 აგვისტოდან შეიკრიბება და ოფიციალური შესარჩევი მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. ვლადიმერ ვაისმა მოახლოებული მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელი - ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა და გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა. ნუკრი რევიშვილი გამოცდილი კიპერია და ნაკრებშიც არაერთი მატჩი ჩაუტარებია, რევიშვილს ვაისმა მას შემდეგ უხმო, რაც დინამოს ძირითადს დაუბრუნდა. გეგეჭკორი, ქარდავა და ჩაკვეტაძე კი პირველად არიან მიწვეული ქვეყნის უპირველეს გუნდში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს დინამო არენაზე ირლანდიის ნაკრბს უმასპინძლებს, ხოლო 5 სექტემბერს ავსტრიის ნაკრებს ვენაში დაუპირისპირდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024