• Geo
  • Eng
06.07.2017
შეკრების მერვე დღე

სლოვენიური შეკრების მერვე დღეს კახი კაჭარავამ ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა. დინამოელები დილით ფიზიკურად დაიტვირთნენ, საღამოს კი ძირითადი დრო ტაქტიუკურ წვრთნას დაეთმო. გუნდს შეკრებაზე 22 წლის უკრაინელი ფორვარდი - მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდა, რომელიც ბოლოს ფოთის კოლხეთში ასპარეზობდა, მანამდე კი უკრაინულ პოლტავას, არსენალისა და კოლოსის ღირსებას იცავდა. კოვტალიუკმა პირველი-ორი წრის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 10 გოლი გაიტანა. თბილისელები სლოვენიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს 8 ივლისს, ხორვატიის რუდეშთან ჩაატარებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024