• Geo
  • Eng
05.07.2017
19 წლამდელების გამარჯვება შვედეთთან

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს, დღეს მეორე მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გიორგი ყიფიანის ნაკრებმა შვედეთი მიიღო და 2:1 აჯობა მეტოქეს. ახალგაზრდა ჯვაროსნების შემადგენლობაში სამმა დინამოელმა - დავით კობოურმა (კაპიტანი, გიორგი კუციამ და გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა. ანგარიშ შეხვედრაში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, მეორე გოლი კი დინამოელმა შემტევმა ტექნიკური და ზუსტი დარტყმით გაიტანა. ჩაკვეტაძეს კი ზუსტი გადაცემა გიორგი კუციამ გაუკეთა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე და გადამწყვეტ შეხვედრას 8 ივლისს ჩეხეთთან გამართავს. ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად მოგება სჭირდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024