• Geo
  • Eng
13.05.2017
13 მაისის საღამო დინამო არენაზე

დინამო არენას მედია დარბაზში, დედაქალაქური გუნდის ფანების ორგანიზებით 13 მაისისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მანამდე დაანონსებულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და საღამოს დინამო არენაზე მრავალი სტუმარი შეიკრიბა. თავად 81- ის ფინალში მონაწილე ვარსკვლავების გარდა, ღონისძიებას სხვა და სხვა თაობის ფეხბურთელები, ჟურნალისტები (არა მხოლოდ საქართველოდან), ძველი და ახალი თაობის გულშემატკივრები, დინამო თბილისის ხელმძღვანელობა და აკადემიის აღსაზრდელები დაესწრნენ. ფინალის ჩვენებამდე ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა 13 მაისის პერიპეტიები გაიხსენეს, გაიმართა სახალისო ვიქტორინაც, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებამ დინამო თბილისისა და კარლ ცეისის ფინალური შეხვედრაც იხილა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024