• Geo
  • Eng
23.09.2017
16 წლამდელების გამარჯვება ამირანთან

დინამოს 16 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც ჟიული შარტავას სახელობის გათამაშებაში მონაწილეობს, მეთერთმეტე ტურის მატჩი ჩაატარა. ლევან გვანცელაძის გუნდი ამირანს დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლით იმარჯვა. შეხვედრის დებიუტში გაბიტაშვილმა გახსნა ანგარიში, ტაიმის ბოლოსკენ კი ქველაძემ დინამოელთა უპირატესობა გაამყარა. მეორე ნახევრის დასაწყისში ერთი გოლიც კორინთელმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დინამომ ამ მოგებით 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს სოხუმის დინამო2- თან იყოფს.

 

U16 დინამო: ხარშილაძე, შუკვანი, გოგატიშვილი, გაბიტაშვილი, ისმაილი, ყენია, ქინქლაძე, კოპალეიშვილი, კორინთელი, ქველაძე, გულისაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: დანიბეგაშვილი, გოდერძიშვილი, მეტრეველი, ქომეთიანი, ქალდანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024