• Geo
  • Eng
18.08.2017
20 აგვისტო დინამოს ისტორიაში

კვირას 20 აგვისტოს დინამო ჩიხურას უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის 23- ე ტურის მატჩი დინამო არენაზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

20 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენმა გუნდმა სამი შეხვედრა მოიგო და ექვს მათგანში დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს სასარგებლოდაა 15/14.

1937 წელს ჩვენი გუნდი მოსკოვში სახალხო გუნდთან 0:2 დამარცხდა. 1955 წელს მოსკოვში ლოკომოტივთან წავაგეთ 0:1. ორი წლის შემდეგ ისევ მოსკოვი და ამჯერად მარცხი თანაკლუბელებთან 2:4. გოლები სიომა ბარქაიამ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. 1978 წელს დინამომ ტაშშკენტის პახტაკორი მიიღო და სამი უპასუხო ბურთით აჯობა. ვიტალი დარასელიას დუბლს ერთი გოლი რამაზ შენგელიამ მიამატა. 1987 წელს დონეცკში დავმარცხდით შახტიორთან მინიმალური ანგარიშით 0:1.

1991 წელს თბილისელებმა ლანჩხუთის გურიას უმასპინძლეს და 4:2 აჯობეს. გოლები შოთა არველაძემ, გელა ინალიშვილმა, ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 2001 წელს დედაქალაქელებმა ზესტაფონის მეტალურგი 6:1 დაჯაბნეს. მიხეილ ბობოხიძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ვლადიმერ ბურდულის ანგარიშზეა და ერთი გოლიც ალეკო ამისულაშვილმა გაიტანა. 2005 წელს ზესტაფონმა იმარჯვა 1:0, მომდევნო სეზონში კი ამერმა მოუგო დინამოს 2:0.

1996 წელს უეფას თასის მეორე ეტაპზე დინამო ნორვეგიულ მიოლდეს გატანილი გოლების გარეშე დაუზავდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024