• Geo
  • Eng
19.05.2017
21 მაისი დინამოს ისტორიაში

დინამო თბილისი 21 მაისს ეროვნული ლიგის მე- 13 ტურის შეხვედრას გამართავს. თბილისელები სამტრედიას უმასპინძლებენ.

21 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. 2 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 2 მატჩი ფრედ დასრულდა და ერთშიც მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 10/6 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1947 წელს დინამომ მოსკოვის ტორპედო მიიღო და 0:3 დამარცხდა. მომდევნო წელს ჩვენმა გუნდმა გიორგი ანთაძის გოლით 1:0 აჯობა მოსკოვის ცდკა- ს. 1951 წელს მოსკოვში ვმს- თან მატჩი უგოლოდ დასრულდა. 1954 წელს კი ისევ ფრე, ამჯერად 1:1 კიევში დინამოსთან. გოლი უკრაინელების კარში ალიოშა კოტრიკაძემ გაიტანა.

1996 წელს დინამო თბილისი ყვარელში დურუჯს დაუპირისპირდა და ორის წილ რვა გოლი გაუტანა მეტოქეს. ჰეთ თრიქი ალექსანდრე იაშვილმა გაიფორმა, დუბლი გიორგი დემეტრაძემ და ლევან ხომერიკმა შეასრულეს. ერთი გოლიც გიორგი ანჩაბაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024