დინამოს 17 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მეშვიდე მატჩი ჩაატარა. თბილისელები სამტრედიას ესტუმრნენ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ მასპინძლებს დაუპირისპირდნენ. მატჩი სამტრედიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. თბილისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცვლილება მოხდა და ამიერიდან 17 წლამდე დედაქალაქელებს ვეტერანი დინამოელი - გოჩა ჩიქოვანი უხელმღძვანელებს. დინამოს 7 ჩატარებული მატჩიდან 15 ქულა აქვს დაგროვებული და გათამაშების ცხრილში ავაზასთან ერთად მესამე ადგილს იყოფს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს გუნდს მეტოქეებთან შედარებით ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
U17 სამტრედია 2:0 დინამო
U17 დინამო: კუტალაძე, ბასარია, ჭავჭანიძე, კალანდაძე, წაქაძე, ლომთაძე, თუდები, ფარულავა, იაკობიძე, ჩარკვიანი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: მელიქიშვილი, ბაჯელიძე, გულხადარაშვილი, ჩაკვეტაძე, ზურაბიანი