21 ივლისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას გამართავს. საზაფხულო პაუზის შემდეგ ჩემპიონატი დინამოსა და კოლხეთის დაპირისპირებით განახლდება. თბილისელთა და ფოთელთა მატჩი დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.
21 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში ხუთი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და ხუთივე სსრკ- ს ჩემპიონატში. თითო მოგება-წაგება და სამი ფრე დაფიქსირდა ამ თამაშებში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსიც საყაიმოა - 9/9.
1940 წელს დინამო ლენინგრადს ეწვია და ადგლობრივი ზენიტი 4:3 დაამარცხა. ბორის პაიჭაძემ 2 გოლი გაუტანა ჩრდილოელებს, თითოჯერ კი ზენიტის კარი ვიქტორ ბერეჟნოიმ და მიხეილ ბერძენიშვილმა აიღეს. 1948 წელს სტალინგრადის ტრაქტორთან 2:2 ვითამაშეთ. გოლები ვიქტორ პანიუკოვის და ბორის მახარაძის ანგარიშზეა. 1962 წელს 1:1 კუიბიშევში კრილია სოვეტოვთან. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თავი ვლადიმერ ბარქაიამ გამოიჩინა. 1983 წელს დინამო დნეპროპეტროვსკში 1:2 დამარცხდა დნეპრთან. უკრაინელებს გოლი გრიგოლ ცაავამ გაუტანა. 1989 წელს თემურ ქეცბაიას გოლით დინამო მოსკოვის ტორპედოს 1:1 დაუზავდა.