• Geo
  • Eng
24.05.2017
მარცხი საჩხერესთან

დღეს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისი მიიღო. პირველივე წუთზე თბილისელებმა სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს და ბაჩანა არაბულმა მახვილი კუთხიდან ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა. მატჩი აქტიურად და ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. 22- ე წუთზე მასპინძელთა შეტევა გიორგი განუგრავამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმთ დაასრულა 1:0. ხუთ წუთში ჩიხურამ მეორე გოლი გაიტანა სტუმართა კარში. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა. თბილისელებმა უმატეს შეტევებს, საბა ლობჟანიძე შეიჭრა საჯარიმოში, მისი დარტყმული კი ბაქარ მირცხულავამ კარიდან ხელით გამოიტანა. მსაჯმა ჩიხურას ფეხბურთელი გააძევა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი ბაჩანა არაბულმა გაიტანა და ანგარიში შეამცირა 2:1. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო. 55- ე წუთზე მიშენკომ შეუტია მარჯვენა ფრთიდან, სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში, იქ კი კი საბა ლობჟანიძეს ბოლო წამს მეკარემ აჯობა. მატჩი დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ დედაქალაქელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად საქმე რეალურ სახიფათო მომენტამდე არ მისულა. საბოლოოდ შეხვედრა ჩიხურას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მომდევნო მატჩს თბილისელები 28 მაისს დინამო არენაზე ბათუმის დინამოსთან ჩაატარებენ.

 

ჩიხურა  2:1  დინამო

 

გოლი: 1:0 განუგრავა 22’  2:0 ტატანაშვილი (პენ) 27’  2:1 არაბული (პენ) 43’ 

გაფრთხილება: თოთაძე 26’  ლოჩოშვილი 35’  მირცხულავა 36’  გველესიანი 65’  კაკუბავა 67’  დობროვოლსკი 90’ 

 

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, განუგრავა, სარდალიშვილი (კაკუბავა 44), კორიფაძე, ტატანაშვილი (გელაშვილი 82), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, გორგიაშვილი, დეკანოიძე (ივანიშვილი 67)

დინამო: ლიტოვჩენკო, თოთაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი, მიშენკო (პაპუნაშვილი 80), ქარდავა, კიტეიშვილი, ზარია (ჩაკვეტაძე 61), მიქელთაძე, ლობჟანიძე (თევზაძე 68), არაბული

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024