საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ნაკრებთან. შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ პირველი მატჩი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 5:2 დასრულდა. გამარჯვება ამ შეხვედრაშიც ჭაბუკ მასპინძლებს დარჩათ, თუმცა ანგარიში პირველი სპარინგის დარად სტუმრებმა გახსნეს. შემდეგ ლუკა ტორონჯაძემ გაათანაბრა, ხოლო დინამოელმა ზურაბ ერაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა მეზობელთა კარში. დინამოელთაგან შეხვედრაში მონაწილეობა ხუთმა ფეხბურთელმა- ერაძემ, მორჩილაძემ, ოსეყმაშვილმა, აბუაშვილმა და კონიაშვილმა მიიღეს.