• Geo
  • Eng
22.08.2017
მეორე გამარჯვება პეტერბურგის ფესტივალზე

დინამოელებმა სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს. დღეს ვახტან იაგორაშვილის გუნდი პეტერბურგის ზვეზდას შეხვდა და 3:0 აჯობა მეტოქეს. პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ დინამოელებს კოლოსალური სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და გაცილებით დიდი სხვაობით შეეძლოთ მოგება. გოლები მეტოქის კარში აბუაშვილმა, არჩაიამ და გეგიაძემ გაიტანეს. მეორე ტაიმში თბილისელთა მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მასპინძელთა კარი ძელმა იხსნა. საბოლოოდ დინამომ 3:0 მოიგო და ხვალ ასევე პეტერბურგის ალმაზ-ანტეის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენმა 13 წლამდელებმა ლიტვის ნაციონალური საფეხბურთო აკადემია 8:0 დაამარცხეს.

 

U13 ზვეზდა სანკტ პეტერბურგი 0:3 დინამო თბილისი

 

U13 დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, ხვადაგიანი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გეგიაძე, თათულაშვილი, კობახიძე, აბუაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: თოდუა, ცხოვრებაშვილი, ნიკოლაიშვილი, არჩაია, აღდგომელაშვილი, გოგებაშვილი, ბერუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024