• Geo
  • Eng
25.07.2017
დინამოელები სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის გამოცდილი მცველი - ლაშა თოთაძე და ახალგაზრდა შემტევები - ბექა მიქელთაძე (4) და გიორგი ჩაკვეტაძე (5) შეიყვანა. ფოთის კოლხეთთან 6:1 მოგებულ შეხვედრაში თოთაძემ თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. ბექა მიქელთაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, რასაც ჩაკვეტაძის გატანილი გოლი მოჰყვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024