4 აგვისტოს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 21- ე ტურის შეხვედრას დინამო არენაზე ჩაატარებს. გორის დილასთან შეხვედრა 21.00 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 57- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 4 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 145/32 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ-სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა 2:2 და 1:1 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0), დინამოს კი საქართველოს ჩემპიონატში 4 წელია გორელთათვის არ მოუგია.
ბოლოს საქართველოს პირველობაზე დინამო თბილისი გორის დილას 2017 წლის 14 მაისს დაუპირისპირდა. მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი მასპინძლეთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.