• Geo
  • Eng
25.08.2017
დინამო პეტერბურგის თასის ფინალშია

დღეს დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობამ პეტერბურგის თასზე ნახევარფინალში, პეტერბურგის დრუჟბა დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა. ანგარიში მეტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა პატარა დინამოელებს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტში სიზუსტე დააკლდათ. ორჯერ დრუჟბას კარის ძელმაც მოიგერია ბურთი და ერთხელაც მეკარემ უკუაგდო ნიკოლეიშვილის თერთმეტმეტრიანი დარტყმული. გოლები პეტერბურგელებს ხვადაგიანმა (ორი), აბუაშვილმა, იობაშვილმა და ნიკოლეიშვილმა (ორი) გაუტანეს. ხვალ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა ჯგუფში ყველა მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს. ლიტვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან 8:0, პეტერბურგის ზვეზდასთან და ალმაზ-ანტეისთან შესაბამისად 3:0 და 6:0.

 

U13 დრუჟბა პეტერბურგი  0:6  დინამო თბილისი

U13 დინამო: ჯოჯუა, არჩაია, მოლაშვილი, ბაგრატიონი, ხვადაგიანი, ლაცაბიძე, კობახიძე, აბუაშვილი, გეგიაძე, თათულაშვილი, იობაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024