• Geo
  • Eng
25.08.2017
26 აგვისტო დინამოს ისტორიაში

შაბათს 26 აგვისტოს, ეროვნული ლიგის ოცდამეოთხე ტურში დინამო ბათუმი დინამო თბილისს უმასპინძლებს. მატჩი ბათუმის რაგბი არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

26 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი ჩაუტარებია. დინამოელებმა 5 შეხვედრა მოგებით დაასრულეს, 4- ჯერ ფრედ ითამაშეს და 2- ჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 16/9 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1956 წელს დინამომ ლენინგრადის ზენიტი მიიღო და ოთხი უპასუხო გოლით დაჯაბნა მეტოქე. გოლები ლენინგრადელებს ზაურ კალოევმა, მიხეილ მესხმა, ავთანდილ ჭკუასელმა და ბორის ხასაიამ გაუტანეს. 1969 წელს ჩვენმა გუნდმა დონის როსტოვის სკა მიიღო და 2:1 მოუგო. ერთი გოლი მანუარ მაჩაიძემ გაიტანა, მეორე კი ანტონევიჩმა საკუთარ კარში გაიტანა. 1973 წელს ვოროშილოვგრადში ზარიამ მოგვიგო 3:0. 1976 წელს დნეპროპეტროვსკში დნეპრს გოლი ზურა წერეთელმა გაუტანა და თბილისელებმა 1:0 მოიგეს. ამის შემდეგ 1977, 1978, 1981 და 1989 წლებში დინამომ ყველა მატჩი 1:1 დაასრულა. შესაბამისად- ლენინგრადში ზენიტს გოლი რამაზ შენგელიამ გაუტანა, დონეცკში შახტიორის კარი ვახტანგ ქორიძემ აიღო, ბაქოს ნეფთჩისთან ვაჟა ჟვანიამ გამოიჩინა თავი და დუშანბეს პამირთან ზუსტი თამაშით კახი კაჭარავა გამოირჩა. 1991 წელს ქუთაისში ქართული დერბი 89- ე წუთზე შეწყდა და დინამოს ტექნიკური გამარჯვება 3:0 ჩაეთვალა.

1998 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე დინამო ბილბაოში, ადგილობრივ ატლეტიკთან 0:1 დამარცხდა. 2004 წელს ჩვენმა გუნდმა უეფას თასის მეორე ეტაპზე პრაღის სლავია ლევან მელქაძის და ჯაბა კანკავას გოლებით 2:0 დაამარცხა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024