• Geo
  • Eng
08.10.2017
ჭაბუკებმა ოქროს ლიგაში იმარჯვეს

დღეს ოქროს ლიგაში მორიგი მატჩები გამართეს დინამოს 15 და 17 წლამდე გუნდებმა. თბილისელებმა აჭარულ გუნდებს უმასპინძლეს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა მე- 11 ტურში ქობულეთის შუქურა მიიღეს და 5:0 დაჯაბნეს მეტოქე. კონიაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო აბუაშვილმა, ბოჭორიშვილმა და გოდერძიშვილმა თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს. ამ მოგებით დინამოელებმა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს (გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 51/10), რადგან უშუალო კონკურენტმა საბურთალომ, ჩიხურასთან დათმო დღევანდელი მატჩი.

17 წლამდელებმა ბათუმის დინამოსთან ჩაატარეს საინტერესო შეხვედრა (მეცხრე თამაში ჩემპიონატში). თბილისელები მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას და 4 გოლიც გაუტანეს სტუმრებს. ლომთაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი იაკობიძის ანგარიშზეა. ჩვენი ჭაბუკები ბოლოსკენ მოეშვნენ და საკუთარ კარში ორი გოლიც მიიღეს. საბოლოოდ გოჩა ჩიქოვანის გუნდმა 4:2 იმარჯვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ზესტაფონს, რომელსაც ავაზასთან ხვალინდელი პაექრობის შემდეგ ორით მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. ოქროს ლიგაში დინამო 17 წლამდელთა გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/11.

 

U15 დინამო 5:0 შუქურა

U17 დინამო თბ 4:2 დინამო ბთ

 

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მაისურაძე, აბუაშვილი, ზურაბიანი, ჯინჯოლავა, კონიაშვილი, ბექაური

შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, შაშიაშვილი, ქოჩაკიძე, გოდერძიშვილი, სამადაშვილი, ტურძილაძე

U17 დინამო: კუტალაძე, გაბედავა, კალანდაძე, წაქაძე, მექვაბიშვილი, მელიქიშვილი, ბაჯელიძე, ლომთაძე, კიკნაძე, ჩარკვიანი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჩაკვეტაძე, ჯანგველაძე, ჭავჭანიძე, გულხადარაშვილი, ბასარია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024