• Geo
  • Eng
08.10.2017
დინამომ სიონთან ისპარინგა

დინამო განაგრძობს თბილისური დერბისთვის მზადებას. დღეს კახი კაჭარავას გუნდმა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და დიღმის ბაზაზე ბოლნისის სიონს ესპარინგა. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ შედეგიანად ზუკა დავითაშვილმა ითამაშა. ჩვენი გუნდის რიგებში ორმა უკრაინელმა ფეხბურთელმა იასპარეზა, რომლებიც ოდესის ჩერნომორეცს წარმოადგენენ. ამპლუით ნახევარმცველები- 21 წლის მიხაილო პოპოვი და ასევე 21 წლის ვიქტორ სერდენიუკი სამი დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ დინამოსთან ერთად. ახლას ისინი დაუბრუნდებიან უკრაინულ კლუბს, ხოლო უახლოეს პერიოდში კი მიიღება გადაწყვეტილება იახლებს თუ არა რომელიმე მათგანს დინამო ზამთრის შეკრებაზე.

 

დინამო 1:0 სიონი

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, ალიუ, თოთაძე, გადრანი, ქოჩლაძე, პოპოვი, სერდენიუკი, დავითაშვილი, კვარაცხელია, კოვტალიუკი

მეორე ტაიმში შევიდნენ: კიტეიშვილი, ლილუაშვილი, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ერგემლიძე, კაკულია, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, ვირუბოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024