დღეს დინამო არენაზე მორიგი დედაქალაქური დერბი გაიმართა. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით შოთა მამინაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 5 წუთზე გახსნეს ანგარიში. ლაშა თოთაძემ საჯარიმოდან თავისი საფირმო დარტყმით ბურთი რევაზ თევდორაძის კარში გაახვია. ამის შემდეგ მატჩი ურთიერთშეტევებით გაგრძელდა. 24- ე წუთზე დინამოელებმა ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ჯერ ბექა მიქელთაძე შეიჭრა საჯარიმოში და მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა, მომდევნო შეტევაში კი იმავე მიქელთაძემ ახლო მანძილიდან ააცილა სტუმართა კარს. საპასუხოდ ლოკომოტივის სახიფათო იერიშია აღსანიშნავი, რომელიც საბოლოოდ ოფსაიდით დასრულდა. აკაკი შულაია ამწვავებდა თამაშ 32- ე წუთზე, მაგრამ დარტყმულს სიძლიერე დააკლდა და ბურთი მეკარის ნადავლი გახდა. ტაიმის ბოლოს მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. 44- ე წუთზე გიორგი დიასამიძის ჩაწოდებული კუთხური გიორგი რეხვიაშვილმა ზუსტი თავურით გოლად აქცია. საპასუხოდ კი ბექა ქავთარაძე შეიჭრა ლოკომოტივის საჯარიმოში, ცრუ მოძრაობით ერთი წუთის წინ გატანილი გოლის ავტორი ჩამოიცილა და ბურთი ბექა მიქელთაძეს გადააწოდა, დინამოს ფორვარდის დარტყმული ზუსტი გამოდგა 2:1 და ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარი პირველის დარად თოთაძის საჯარიმო დარტყმით განახლდა, ამჯერად თევდორაძემ მოიგერია ბურთი. თამაში დინამოელთა შეტევებით და აღსანიშნავი სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა. 68- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, მისი მოჭრილი დარტყმული მცირედით აცდა სტუმართა კარს. მე- 80 წუთზე გიორგი დიასამიძე ამწვავებდა თამაშს, საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ სერგეი ლიტოვჩენკოს ვერ გაუმკლავდა. სამაგიეროდ მატჩის კომპენსირებულ დროს ბექა მიქელთაძე გაისარჯა კარგად, ბურთი ლაშა ქოჩლაძეს გადააწოდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი გორში, ადგილობრივ დილასთან 19 ოქტომბერს გამართავს.
დინამო 3:1 ლოკომოტივი
გოლი: 1:0 თოთაძე 5’ 1:1 რეხვიაშვილი 44’ 2:1 მიქელთაძე 45’ 3:1 ქოჩლაძე 90+4’
გაფრთხილება: გვალია 38’ სამურკასოვი 48’ ქავთარაძე 70’ დიასამიძე 85’ გეგეჭკორი 86’ მიქელთაძე 87’ რეხვიასვილი 90’
დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ზარია (ქოჩლაძე 79), მიქელთაძე, კიტეიშვილი, შულაია (კუცია 88), ქავთარაძე (დავითაშვილი 90+2)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ქავთარაძე, სიხარულიძე, დიასამიძე, გვალია (ქურდაძე 87), ღონღაძე (ჩიტეიშვილი 38), არველაძე (გოროზია 53), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი
მსაჯი: გ. ვადაჭკორია