• Geo
  • Eng
16.08.2017
17 წლამდე ნაკრების გამარჯვება ბელარუსთან

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ბანნიკოვის სახელობის ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ბელარუსის ნაკრები ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს. პირველი ორი გოლი ბელარუსთა კარში დინამოელებმა - ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა გაიტანეს, თავი ასევე შოთა ნონიკაშვილმა და ცოტნე ჩოთალიშვილმა გამოიჩინეს. დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთაგან ძირითადში კვარაცხელიასა და დავითაშვილის გარდა ასევე აზაროვმა და მექვაბიშვილმა იასპარეზეს, შეცვლაზე კი ჯანგველაძე, ჭავჭანიძე, ჩარკვიანი, თუდები და ლომსაძე შევიდნენ. მომდევნო შეხვედრას გიორგი ნემსაძის ნაკრები ხვალ, უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024