• Geo
  • Eng
07.06.2017
გარდაიცვალა სერგო კუტივაძე

დინამო თბილისი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ჩვენი გუნდის ვეტერანი ნახევარმცველის – სერგო კუტივაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.

სერგო კუტივაძე 1944 წელს ალმათიში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1967–1972 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 171 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი. სსრკ– ს პირველობის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი- 1967, 1969 და 1971 წლებში. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1974-1984 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1994-1995 წლებში მთავარი მწვრთნელი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024