დინამოს 19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მეექვსე მატჩი ჩაატარა და პირველი მარცხი იწვნია. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე სამტრედიასთან საკმაოდ საინტერესო პაექრობაში 1:2 დამარცხდა. გოლი თბილისელთა მხრიდან კიტეიშვილის ანგარიშზეა. ჩვენს გუნდს 6 ტურის შემდეგ 15 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა. დინამოელები პირველადგილოსან საბურთალოს ერთი ქულით ჩამორჩებიან და მათზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ჩვენს გუნდს გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 24/5 აქვს.
U19 დინამო 1:2 სამტრედია
U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, კაკულია (ხარშილაძე 77), კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ნინუა (მოისწრაფიშვილი 73), ხარაბაძე