• Geo
  • Eng
18.08.2017
13 წლამდე დინამო პეტერბურგში გაემგზავრება

დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობა ვახტანგ იაგორაშვილის ხელმძღვანელობით 20 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალ პეტერბურგის თასზე მიიღებს მონაწილეობას. მოზარდებს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და ვეტერანმა ფეხბურთელმა გიორგი სიჭინავამ უმასპინძლეს, რომლებმაც კლუბს პეტერბურგში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს. დინამო ჯგუფში პეტერბურგის ზვეზდას, პეტერბურგის ალმაზ-ანტეის და ლიტვის საფეხბურთო აკადემიას დაუპირისპირდება. მატჩები 22 აგვისტოს დაიწყება, ტაიმები კი ნახევარ საათიანი იქნება. თბილისელები ფესტივალზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრებიან: ომარ თოდუა, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, საბა ტატულაშვილი, ლუკა ნიკოლაიშვილი, თორნიკე მოლაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ლუკა არჩია, გიორგი აღდგომელაშვილი, ლუკა ჯოჯუა, ჯადული იობაშვილი, ნიკოლოზ გოგებაშვილი, საბა გეგიაძე, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, პაპუნა ბერუაშვილი, მუხრან ბაგრატიონი, ლევან კობახიძე, საბა ხვადაგიანი და გიორგი აბუაშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024