• Geo
  • Eng
08.06.2017
დინამომ გაგრასთან ისპარინგა

დინამოელებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლს და დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ტესტ მატჩი ჩაატარეს, რომელშიც საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდნენ. კახი კაჭარავამ გადახალისებული შემადგენლობა დააყენა, რომელშიც უხვად იყვნენ აკადემიისა და სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები. სინჯებზე აქამდე დაანონსებული ალიუსა და კრიზოს გარდა, კოტ დ’ივუარელი შემტევი დეივიდ ტრაორე, ბელგიელი ნახევარმცველი იასპერ ვან ჰეიდენი, ლაშა ქოჩლაძე და ნიკა გაბრიჩიძე იყვნენ. სპარინგი თბილისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პირველ ტაიმში ქოჩლაძემ და თოთაძემ გაიტანეს, გაგრის შემადგენლობიდან კი ქურდაძემ და ხინთიბიძემ გამოიჩინეს თავი. მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გოგილაშვილმა და ხარშილაძემ გაიტანეს.

დინამო 4:2 გაგრა

დინამო: რევიშვილი, სალუქვაძე, თოთაძე, ბასარია, ალიუ, ტრაორე, ნინუა, ქოჩლაძე, ვან ჰეიდენი, გაბრიჩიძე, კრიზო

შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, ბ. ხარშილაძე, გ. ხარშილაძე, ბაბუნაძე, გოგილაშვილი

 

p.s. დინამოში ახალწვეულია. ჩემპიონატის მესამე წრიდან ჩვენი გუნდის რიგებში 23 წლის მარჯვენა მცველი - ლევან გეგეჭკორი ითამაშებს, რომელიც ბოლოს საჩხერის ჩიხურაში გამოდიოდა, მანამდე კი მარტვილის მერანის, ქობულეთის შუქურას და ბათუმის დინამოს ღირსებას იცავდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024