დღეს ქობულეთში პირველი ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩი გაიმართა. ქობულეთის შუქურამ დინამოს მეორე გუნდს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
შეხვედრა თავიდან დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და საწყის ნახევარ საათში ხუთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს დედაქალაქელებმა. შემდეგ კი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა შუქურამ თავისი მომენტები გამოიყენა და უჩა სოსიაშვილის გუნდი 5 ოქტომბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. დინამოელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლის ავტორი- ნიკა კვეკვესკირია.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ბაჩიაშვილი, კვეკვესკირი, ჯაფიაშვილი, სამხარაძე, გიორგი გურეშიძე (ქაჯაია 73), ფალავანდიშვილი, ჯიშკარიანი, ერისთავი (წილოსანი 78), ლობჟანიძე (შინდაგორიძე 67), ზივზივაძე (ვოლკოვი 77)