• Geo
  • Eng
18.10.2017
ჩიქოვანის გუნდმა შუქურას 3:0 მოუგო

დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მეათე მატცი ჩაატარა, რომელშიც ქობულეთის შუქურას უმასპინძლა. თბილისელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და სამი უპასუხო გოლიც გაუტანეს. ბაჯელიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც იაკობიძემ გაიტანა. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. ოქროს ლიგაში დინამო 17 წლამდელთა გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 29/11.

 

U17 დინამო 3:0 შუქურა

U17 დინამო: მამარდაშვილი (თვალოძე 41), ბასარია, კალანდაძე, წაქაძე, მელიქიშვილი, გაბედავა (ხეცურიანი 67), ბაჯელიძე, გოგობერიშვილი (გულხადარშვილი 55), ჩაკვეტაძე, ჩარკვიანი (თუდები 60), იაკობიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024