კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხვალ ტურნირის ფინალში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. გიორგი ნემსაძის გუნდი დღეს ესტონეთის ნაკრებს გაეჯიბრა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ორივე გოლი დინამოელთა - ხვიჩა კვარაცხელიას და ზუკა დავითაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ბელორუსი 4:0 დაჯაბნეს და უკრაინას 3:2 აჯობეს.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთაგან ძირითადში შვიდმა ფეხბურთელმა - კუტალაძემ, ჯანგველაძემ, ჭავჭანიძემ, მექვაბიშვილმა, თუდებიმ, ლომთაძემ და ჩარკვიანმა იასპარეზა, შეცვლაზე კი კვარაცხელია, დავითაშვილი და აზაროვი შევიდნენ.