სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამესამე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან შემტევი ნახევარმცველი - აკაკი შულაია და თავდამსხმელი - ბექა მიქელთაძე (6) შეიყვანა. ჩიხურასთან 5:0 მოგებულ შეხვედრაში შულაიამ დინამოს ფორმით სადებიუტო გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. მიქელთაძემ კი დუბლი შეასრულა, რასაც საგოლე პასიც მიაყოლა.
ლელომ ოცდამესამე ტურის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი - კახი კაჭარავა (7) დაასახელა.