დღეს სანკტ- პეტერბურგში სტარტი აიღო საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალმა პეტერბურგის თასი 2017, რომელიც ტრადიციულია და მეხუთედ ტარდება. ფესტივალში დინამო თბილისის 13 წლამდე გუნდი მონაწილეობს, რომელსაც ვახტანგ იაგორაშვილი ხელმძღვანელობს. თბილისელები დღეს ლიტვის ნაციონალური საფეხბურტო აკადემიის გუნდს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 8:0 დაჯაბნეს მეტოქე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ დინამოელებს მთელი მატჩის მანძილზე დიდი სათამაშო უპირატესობა გააჩნდათ. გოლები კი ლიტველთა კარში აბუაშვილმა, გეგიაძემ ორი, თათულაშვილმა, ხვადაგიანმა, იობაშვილმა, არჩაიამ და ნიკოლაიშვილმა გაიტანეს. ხვალ დინამოელები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავენ, ჩვენი გუნდის მეტოქე პეტერბურგის ზვეზდა იქნება.
დინამო თბილისი 8:0 ლიტვის ნაციონალური საფეხბურთო აკადემია
U13 დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, ხვადაგიანი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გეგიაძე, თათულაშვილი, კობახიძე, აბუაშვილი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ნიკოლაიშვილი, გოგებაშვილი, თოდუა, ცხოვრებაშვილი, აღდგომელაშვილი, არჩაია