• Geo
  • Eng
12.09.2017
თასის მეოთხედფინალი რუსთავთან

13 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრას რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ რუსთავთან გამართავს. მატჩი 16.00 საათზე დაიწყება. თბილისელებმა დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის 1/16 ფინალში მარნეულის ალგეთი დაამარცხეს 2:0 და იმავე ანგარიშით აჯობეს წყალტუბოს სამგურალს. რუსთავმა თასის 1/16 ფინალში მარტვილის მერანს მოუგო 1:0. შემდეგ კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მერვედფინალის დაძაბულ ბრძოლაში ზუგდიდი დაამარცხა 3:2. რუსთავი ეროვნული ლიგა 2- ის გათამაშების სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ მარტვილის მერანს 3 ქულით ჩამორჩება. დღეისათვის ვარლამ კილასონიას გუნდში საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელთა ჯგუფია თავმოყრილი. გუნდის შემტევი დათა სიჭინავა კი პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გატანილი გოლით. ბოლო მატჩი რუსთავმა ბოლნისის სიონთან ჩაატარა და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა მეტოქეს. შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული ერთი მატჩით ვლინდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024