• Geo
  • Eng
12.09.2017
პატარა დინამოელებმა ბურჯანაძის თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს

ქალაქ გორში სტარტი აიღო თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასის გათამაშებამ, რომელიც 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ტარდება. დინამოს 13 წლამდე შემადგენლობა პირველ შეხვედრაში რუსთავს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 8:0 დაჯაბნა მეტოქე. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ცოტახნისწინ პეტერბურგის თასზე მიიღო მონაწილეობა და ვერცხლის მედლებიც მოიპოვა. რუსთავთან შეხვედრაში იობაშვილმა, გეგიაძემ და ნიკოლაიშვილმა დუბლი გაიფორმეს. თითო გოლი კობახიძის და თათულაშვილის ანგარიშზეა. მეორე მატჩს პატარა დინამოელები 13 სექტემბერს, მასპინძლებთან - გორის დილასთან ჩაატარებენ.

 

U13 დინამო 8:0 რუსთავი

U13 დინამო: ჯოჯუა, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, არჩაია, ჯანაშია, ცხოვრებაშვილი, ლაცაბიძე, კობახიძე, გეგიაძე, თათულაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, აღდგომელაშვილი, გოგებაშვილი, მელქაძე, ნიკოლაიშვილი, ქართველიშვილი, როსივერი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024