• Geo
  • Eng
23.08.2017
ექვსი დინამოელი ახალგზარდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ახალ ეტაპს იწყებს. ჯვაროსნები პოლონეთს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე უმასპინძლებენ. 5 სექტემბერს კი სერბეთთან ამხანაგური მატჩი თბილისში გაიმართება. გია გეგუჩაძემ მატჩებისწინა შეკრებაზე დინამო თბილისიდან 6 ფეხბურთელი - დავით კობოური, გიორგი თევზაძე, აკაკი შულაია, გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე და ბექა მიქელთაძე გამოიძახა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024