დღეს აზერბაიჯანში მყოფმა დინამოს 12 და 14 წლამდე გუნდებმა კიდევ ერთხელ ითამაშეს გაბალას ასაკობრივ გუნდებთან. 12 წლამდელებმა კახა გოგოლაძის ხელმძღვანელობით წინა შეხვედრაში წაგებისთვის რევანში აიღეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. გოლები გაბალას კარში ბულუხაძემ და გაბისონიამ გაიტანეს. ბორის გონჩაროვის შეგირდებმა კი 1:2 დათმეს შეხვედრა, რომელშიც დიდი უპირატესობა გააჩნდათ. მასპინძელთა კარში გოლი სიხარულაშვილის აქტიურობას და გაბალას ფეხბურთელის უზუსტობას მოჰყვა, რომელმაც თავის კარში ჩაჭრა ბურთი. ამრიგად მოზარდმა დინამოელებმა დაასრულეს სტუმრობა გაბალაში და სამშობლოში გამოემგზავრებიან. ახლო მომავალში კი დინამოს აკადემია უმასპინძლებს გაბალას ასაკობრივ გუნდებს.
U12 გაბალა 0:2 დინამო
U14 გაბალა 2:1 დინამო
U12 დინამო: გობედაშვილი, ბუცხრიკიძე, მახათაძე, ცეცხლაძე, სიგუა, ფიფია, ბულუხაძე, გიუნაშვილი, გაბისონია
შეცვლაზე შევიდნენ: ლ. ბაჩილავა, დარსალია, პარკაძე, ხიჯაძე, კაიდარაშვილი, ხარაული, ჩხიკვაძე, ხადური, ნ. ბაჩილავა
U14 დინამო: ტურძილაძე, გოგოტიშვილი, ოდიშვილი, ფაილაძე, ჩხეტიანი, გაგნიძე, სიჭინავა, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, მელაძე, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: თავბერიძე, უდესიანი, კერესელიძე, ბედოშვილი