• Geo
  • Eng
22.06.2017
საბა ლობჟანიძე დანიაში ითამაშებს

საბა ლობჟანიძემ დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და დანიური სუპერლიგის რანდერსთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 22 წლის შემტევმა ჩვენი გუნდის ფორმით 52 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. დინამო თბილისი წარმატებებს უსურვებს საბა ლობჟანიძეს მომავალ კარიერაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024