• Geo
  • Eng
18.09.2017
15 წლამდელებმა გაგრა 5:1 დაამარცხეს

ოქროს ლიგაში მერვე ტურის მატჩი ჩაატარა დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ. თბილისელებმა გაგრას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:1 იმარჯვეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი მთელი მატჩის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიში უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო. კონიაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, თითო გოლი კი გოდერძიშვილმა და შაშიაშვილმა გაიტანეს. დინამომ ამ მოგებით 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ საბურთალოს ერთი ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს თბილისელები 24 სექტემბერს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავენ.

U15 დინამო 5:1 გაგრა

U15 დინამო: ტურძილაძე, მაისურაძე, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, ჯინჯოლავა, აბუაშვილი, ქოჩაკიძე, გოდდერძიშვილი, ფირცხალაიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, კონიაშვილი, ბექაური, შაშიაშვილი, სამადაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024