დინამო თბილისის 15 და 17 წლამდე შემადგენლობებმა ოქროს ლიგაში მორიგი მატჩები ჩაატარეს. ორივე გუნდი ზუგდიდში საფეხბურთო აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა და ორივე შემთხვევაში თბილისელებმა იმარჯვეს. 15 წლამდელებმა 2:1 დაამარცხეს მეტოქე, გოლები კი კონიაშვილმა და მორჩილაძემ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 4 თამაშიდან 4 მოგებით ლიდერობს ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეს ერთით მეტი გოლი გაუტანა და 3:1 იმარჯვა. გოლები წაქაძის, იაკობიძის და ბაჯელიძის ანგარიშზეა. დინამოელები 3 თამაშიდან 2 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ, თუმცა წინ მყოფ გუნდებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. 15 წლამდელები მორიგ მატჩს 2 სექტემბერს ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო 17 წლამდელები 12 სექტემბერს ავაზას უმასპინძლებენ.
U15 სფფ აკადემია 1:2 დინამო
U17 სფფ აკადემია 1:3 დინამო
U15 დინამო: ლურსმანაშვილი, ბექაური, იაკობიძე, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, კონიაშვილი, გოდერძიშვილი, ჯინჯოლავა
შეცვლაზე შევიდნენ: ხარშილაძე, ბოჭორიშვილი, ქოჩაკიძე, შაშიაშვილი
U17 დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, წაქაძე, გოგოხია, თუდები, გოგობერიშვილი, ლომთაძე, ჩარკვიანი, იაკობიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გულხადარაშვილი, ჩაკვეტაძე, ფარულავა, ბაჯელიძე, ხეცურიანი