• Geo
  • Eng
29.06.2017
დინამო სლოვენიაშია

დინამო თბილისი სლოვენიაშია, სადაც 13 ივლისის ჩათვლით შეკრებას გაივლის. თბილისელები მორავსკე ტოპლიცეში, სასტუმრო აიდაში დაბინავდნენ. კახი კაჭარავამ სლოვენიაში 21 ფეხბურთელი იახლა, მათგან რამდენიმე დინამოს 19 წლამდე შემადგენლობიდანაა და ასევე რამდენიმე შეკრებაზე შეეცდება თავის გამოჩენას: სერგეი ლიტოვჩენკო, ნუკრი რევიშვილი, დემეტრე ბულისკერია, გიორგი თევზაძე, ლაშა თოთაძე, ბაქარ ქარდავა, ბექა მიქელთაძე, ლაშა სალუქვაძე, ნიკა ნინუა, ბოგდან მიშენკო, ალეკო გამცემლიძე, ბექა დარცმელია, ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ხარშილაძე, ენვერ ლილუაშვილი, პაატა კიტეიშვილი, თორნიკე ძოწენიძე, აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე და ლევან გეგეჭკორი.

გიორგი ზარია ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ორ კვირაში დაიწყებს მზადებას. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, იგი ამ დღეებში ოპერაციას გაიკითებს და სრულფასოვან მზადებას ორ თვეში შესძლებს. გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა ბაჩანა არაბულს, დინამოს სურდა მისი დატოვება, თუმცა ბაჩანას უცხოური შემოთავაზება ჰქონდა და მან უნგრეთში არჩია კარიერის გაგრძელება. ჩვენი კლუბი წარმატებებს უსურვებს მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024