• Geo
  • Eng
01.09.2017
დინამომ ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი გააცილა

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძისადმი მიღძვნილი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ფეხბურთელების მშობლები, პატარა დინამოელები და კლუბის თანამშრომლები დაესწრნენ. მათ სიტყვით დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუბის მიერ აღებული გეზი უცვლელია, დინამო თბილისი გააგრძელებს აკადემიის აღსაზრდელებთან სერიოზულ მუშაობას იმისთვის, რომ მათ დღევანდელი დღის გმირების გზა გაიარონ და დიდ წარმატებებს მიაღწიონ ევროპულ ასპარეზზე. რაც შეეხება თავად ლოჩოშვილსა და ჩაკვეტაძეს, მათთვის ახალი კლუბები დიდი ტრამპლინი უნდა გამოდგეს მსოფლიოს გრანდებამდე.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი კარიერას კიევის დინამოში, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ გენტში გააგრძელებს. დინამო თბილისი კიდევ ერთხელ უსურვებს მათ წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024